2020-07-23 20:27:16, 19192 ნახვა
ომი უკრაინაში
გამყრელიძე - ხვალიდან ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი გამოკვლევა დაიწყება, შესაბამისი დავალებები ქუთაისის დეპარტამენტსაც მივეცით
„ხვალიდან ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი გამოკვლევა დაიწყება, შესაბამისი დავალებები ქუთაისის დეპარტამენტსაც მივეცით“ , - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა.
„იგეგმება ფართომასშტაბიანი სკრინინგი ლილოს ბაზრობაზე. ბოლო დღეებში ინფიცირებულთა კონტაქტების კვლევისას გამოიკვეთა გარკვეული კავშირები ლილოს ბაზრობაზე მოვაჭრე ადამიანებთან. ამიტომ, დღეს უკვე ჩატარდა გამოკვლევა, დაახლოებით 30 ადმიანის და ხვალიდან უკვე ფართომასშტაბიანი კვლევები იქნება.
ქუთაისის დეპარტამენტს მივეცით შესაბამისი დავალება, რომ მოახდინონ შესწავლა და შესაძლებელია, რომ იქაც დაიგეგმოს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის," - განაცხადა ამირან გამყრელიძე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,