09:34 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-07 12:14:59, 13809 ნახვა

ომი უკრაინაში
ლევან რატიანის ინფორმაციით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსზე რამდენიმე ორსულის კვლევის პასუხებს ელოდებიან

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში რამდენიმე ორსული შეიყვანეს და ლუგარის ლაბორატორიიდან მათ პასუხებს ელოდებიან.

მისი თქმით, კლინიკაში 58 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტია, საიდანაც 4 რეანიმაციაში იმყოფება.

„კლინიკაში გვყავს 72 პაციენტი, გვყავს 58 დადასტურებული შემთხვევა. დღეს კლინიკიდან მხოლოდ 1 პაციენტი გაეწერება. რეანიმაციაში რჩება 4 პაციენტი. 2-ის მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფებიან სპონტანურ სუნთქვაზე. ერთი პაციენტი არის მძიმე მდგომარეობაში. იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მეორე პაციენტის მდგომარეობა შედარებით უფრო სტაბილურია, ხელოვნური ვენტილაციის გამარტივებულ რეჟიმზეა. რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების მდგომარეობას, სტაბილურია, უარყოფითი დინამიკა არცერთ მათგანთან არ ფიქსირდება“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

რაც შეეხება ორსულ ქალბატონებს, როგორც რატიანმა აღნიშნა, ხდება როგორც მათი, ისე ნაყოფების მონიტორინგი.

მისი თქმით, როგორც ორსულების და ასევე მათი ნაყოფების სიცოცხლეს საფრთე არ ემუქრება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics