14:27 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-19 01:30:43, 3174 ნახვა

სხვადასხვა
მეუფე მელქისედეკი - პანდემია ჯერ კიდევ ბოგინობს! გააგრძელეთ ლოცვა შინიდან

ვიცი, რომ ბევრმა თქვენგანმა გაითვალისწინა მედიკოსთა მოწოდებები, ჩვენი თხოვნები და ამ ბრწყინვალე დღესასწაულს სახლში შეეგება.  - ამის შესახებ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა სააღდგომო ეპისტოლეში თქვა.

ვიცი, რომ ბევრმა თქვენგანმა გაითვალისწინა მედიკოსთა მოწოდებები, ჩვენი თხოვნები და ამ ბრწყინვალე დღესასწაულს სახლში შეეგება. ნუ შედრკებით! თქვენ დაკეტეთ სახლის კარი, მაგრამ გული გაუღეთ უფალს, რომელი გულითაც ყველაზე მძაფრად შეიგრძნობა აღდგომის სიყვარული და სიხარული. გახარებთ თქვენ ქრისტეს დიდებულ აღდგომას და გთხოვთ, არ მოდუნდეთ! პანდემია ჯერ კიდევ ბოგინობს! გააგრძელეთ ლოცვა შინიდან, რათა შეეწიოთ მათ, ვინც საკუთარი სახლებიდან მოშორებით ჩვენთვის შრომობენ.
აღდგომა არის იმედი! სასოება იმისა, რომ ყოველგვარი ბოროტება დამარცხდება, ჯოჯოხეთის ბჭე შეიმუსრება და სიყვარული გაიმარჯვებს!
მთავარია გიყვარდეთ და იზრუნოთ ერთმანეთზე! გაუფრთხილდით როგორც საკუთარ, ასევე სხვათა სიცოცხლეს!
ქრისტე აღსდგა! - თქვა ეპისტოლეში ეპისკოპოსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics