14:19 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-19 12:37:36, 2643 ნახვა

ომი უკრაინაში
არჩილ თალაკვაძე - იზოლირებულად ვერ შევძლებთ ვირუსის დამარცხებას, თუმცა ვახერხებთ მის შეკავებას

მატება შეიძლება შემდგომშიც გაგრძელდეს, ვინაიდან ნულამდე დაყვანას დამოუუკიდებლად ვერ შევძლებთ თუმცა გავაკეთებთ ყველაფერს ჩვენი მოქალაქეების დასაცავად - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თლაკვაძე ბიუროს სხდომაზე საუბრობს.

მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ელოდება მედიკამენტებს და ვაქცინას თუ როდის ჩაეშვება ის მოხმარებაში.

"ვარწმუნებ, ჩვენ მოქალაქეებს, რომ ყველა ზომა  რაც იქნება აუცილებელი იმისთვის, რომ დავიცვათ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე მიღებული იქნება დაგვიანების გარეშე. ახლა  პროფესიონალური და გამბედავი გადაწყვეტილებების დროა და ხელისუფლება ასეც აკეთებს რთულ დღეებში, სწორედ ამიტომ ახერხებს საქართველო გავრცელების ტალღის შეკავებას, თუმცა ჩვენ მოქალაქეებს უნდა ვუთხრათ, რომ გავრცელების ნულამდე დაყვანას დამოუკიდებლად საქართველო ვერ შეძლებს. 

ჩვენ ველოდებით მედიკამენტებს, რომლის კვლევებიც სრულდება და ვაქცინას რომელიც ჩაეშვება მოხმარებაში, ასევე ველოდებით, რომ გავრცელების პიკმა გადაიაროს. 
იზოლირებულად ვერ შევძლებთ ვირუსის დამარცხებას, თუმცა ვახერხებთ შეკავებას. მატება შეიძლება შემდგომშიც გაგრძელდეს, ვინაიდან ნულამდე დაყვანას დამოუუკიდებლად ვერ შევძლებთ თუმცა გავაკეთებთ ყველაფერს ჩვენი მოქალაქეების დასაცავად. 

საზოგადოების და თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა არის მნიშვნელოვანი ამ პროცესში. შეიძლება რამდენიმე მოქალაქის მხრიდან სარისკო, უპასუხისმგებლო ქცევამ შესაძლოა ჩვენი ექიმების და ჯანდაცვის სამსახურების ძალისხმევას შეუქმნას საფრთხე და გააბათილოს მათი მიღწევები. ყველა ზომა დამუშავების პროცესშია და რათქმაუნდა პარლამენტის მხარდაჭერა ექნება ამ საკითხებს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics