|
2020-03-11 20:24:04, 6409 ნახვა
Lifestyle
ჰარვი ვაინშტაინს 23 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
ჰარვი ვაინშტაინს 23 წლით პატიმრობა მიუსაჯეს - ნიუ-იორკის სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. პროდიუსერი ნიუ-იორკის უზენაესმა სასამართლომ დანმაშავედ ორ საქმეზე ცნო - მას სხვადასხვა ქალებთან მესამე ხარისხის სიმძიმის გაუპატიურება [Third Degree Rape] და პირველი ხარისხის სიმძიმის სექსუალური ძალადობა [First Degree Criminal Sexual act] დაუტმკიცდა. ამ საქმეებზე განსაზღვრული სასჯელის ვადა შემდეგნაირად გამოიყურება: მესამე ხარისხის სიმძიმის გაუპატიურების დამტკიცება 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო პირველი ხარისხის სიმძიმის სექსუალური ძალადობის დამტკიცება მინიმუმ 5-წლიან და მაქსიმუმ 25-წლიან პატიმრობას. 2017 წელს სტატიები იმის შესახებ, რომ ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი წლების განმავლობაში ბოროტად იყენებდა თავის მდგომარეობას და ახალგაზრდა მსახიობ ქალებს სექსუალური ხასიათის ქმედებებისკენ უბიძგებდა, თითქმის ერთდროულად ორმა წამყვანმა ამერიკულმა გამოცემამ - The New York Times-მა და The New Yorker-მა გამოაქვეყნა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)