12:34 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-20 16:10:03, 3405 ნახვა

სხვადასხვა
აჭარული ხაჭაპური წლის კერძად დასახელდა

ქართული სამზარეულო და ხაჭაპური კიდევ ერთხელ გახდა მომხმარებლის რჩეული.

რესტორნისა და მასპინძლობის სფეროს წამყვანი ამერიკული კომპანია ,,af&co" 2019 წლის ტენდენციებს აქვეყნებს, სადაც ქართულ საჭმელს წლის სამზარეულოდ, აჭარულ  ხაჭაპურს კი წლის კერძად ასახელებს.

,,af&co" ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი საკონსულტაციო კოპმანიაა, რომელიც  რესტორნების, საკვებისა და სასმელის, მასპინძლობის მარკეტინგის უმთავრეს ტენდენციებს პერიოდულად ასახელებს. რაც შეეხება აჭარულ ხაჭაპურს, ის  წლის კერძად თავისი გემოს - ყველისა და კვერცხის ნაზავის,  ასევე ინსტაგრამზე ხშირი პოსტების წყალობით დასახელდა.

აჭარული ხაჭაპური წელს ასევე იყო  მომხმარებელთა რჩეული კულინარიული ვებ-გვერდის „Tasteatlas“ -ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics