2015-01-21 16:57:22, 1001 ნახვა
მსოფლიო
გიუმრში რუსი სამხედროს მიერ მოკლული, 6 თვის ჩვილი სერიოჟა ავეტისიანი დაკრძალეს
ქალაქ გიუმრში, რუსი სამხედროს მიერ მოკლული 6 თვის ჩვილი სერიოჟა ავეტისიანი რამოდენიმე საათის წინ დაკრძალეს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, დასაფლავების ცერემონიაზე დასასწრებად ათასობით ადამიანი სხვადასხვა ქალაქიდან და ქვეყნიდან ჩამოვიდა.
6 თვის სერიოჟა ავეტისიანი თავის მშობლებთან, დასთან, დეიდასთან, ბებიასთან და ბაბუსთან ერთად შირაქის სასაფლაოზე დაკრძალეს.
შეგახსნებეთ, რომ გიუმრიში, 12 იანვრას, რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის მოსამსახურე ვალერი პერმიაკოვმა ავეტისიანების 6 სულიანი ოჯახი დახოცა.
6 თვის სერიოჯა ავეტისიანი მან დანით დაჭრა და მიატოვა. ბავშვი სამედიცინო დახმარების გარეშე 6 საათის განმავლობაში იყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან