10:44 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-01 16:10:41, 692 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ზემო აჭარაში უამინდობით გამოწვეულ მდგომარეობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში უამინდობით გამოწვეულ მდგომარეობას ეცნობა. რეგიონის პირველი პირი ქედაში, ბათუმი-ხულოს გზის დოლოგნის მონაკვეთზე განვითარებული მეწყრის შედეგებს მუნიციპალიტეტის მერთან და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო.

ადგილზე დილიდანვე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, მუშაობენ გეოლოგები. ქედის მუნიციპალიტეტში მეწყერი 12 ადგილზე განვითარდა. ჩაიხერგა მოსახლეობასთან მისასვლელი და შიდა სასოფლო გზები. სამუშაოები დილიდანვე დაიწყო და უმეტესი ლოკაცია უკვე გაწმენდილია. გზები უწყვეტ რეჟიმში იწმინდება. ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღდგენილია დანდალოს და ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულებში. სოფელ ნამონასტრევსა და სილიბაურში ენერგო-პრო ჯორჯიას ბრიგადები მობილიზებულია და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

დღესვე, ზურაბ პატარაძემ შუახევის მუნიციპალიტეტში, დაბის ცენტრში მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა და იქ მყოფ მოსახლეობას გაესაუბრა. 

შუახევის დაბალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 20-40 სმ-ია, მაღალ ზონაში ერთ მეტრს გადააჭარბა. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე ტრანსპორტით გადაადგილება ამ დროისთვის თავისუფალია. მაღალი ზონის სოფლებში კი გადაადგილება შესაძლებელია მაღალი გამავლობის ტრანსპორტით. გზები იწმინდება ადმინისტრაციული ერთეულების მიმართულებით. მუშაობს საგზაო დეპარტამენტის 14 ერთეული ტექნიკა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი ორბანის არჩევნებში დამარცხებაზე: სიძულვილით გამარჯვება შეუძლებელია
ირანმა აშშ დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში და უარი თქვა მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics