14:55 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-25 18:54:36, 930 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდში პოეტ ზვიად რატიანის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პოეტ ზვიად რატიანის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

ადგილობრივმა პოეტებმა, სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა რატიანის დაკავების დროს მის მიმართ პოლიციის მიერ ძალის გამოყენების ფაქტი გააპროტესტეს და დამნაშავე პოლიციელების დასჯა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეებმა ადგილზე ტრანსპარანტები მიიტანეს, წარწერებით: „არა ძალადობას“, „სოლიდარობა ზვიად რატიანს“

პოეტ ნიკა ლაშხიას განცხადებით, ისინი ზვიად რატიანის პარალელურად სოლიდარობას უცხადებენ სამართალდამცავების მიერ ჩაგრულ ყველა ადამიანს.

„დღეს იყო მშვიდობიანი აქცია, სადაც სოლიდარობა გამოვუცხადეთ პოეტ ზვიად რატიანდ და ყველა იმ ჩაგრულ ადამიანს, მოვითხოვეთ იმ დანარჩენი შვიდი პოლიციელის დარსჯა ვინც ხელკეტებს ურტყამდა ზვიად რატიანს, დავგმეთ ძალოადობა და ავღნიშნეთ, რომ ძალადობის ენაზე საუბრით ქვეყანას რეგრესისკენ წავიყვანთ“, – განაცხადა ნიკა ლაშხიამ.

სამართალდამცავებმა პოეტი ზვიად რატიანი 23 დეკემბერს ღამით, თბილისში წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. რატიანი, რომელიც 24 დეკემბერს გათავისუფლდა, სამართალდამცავებს ცემაში ადანაშაულებს. პოლიციელების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს პროკურატურა იძიებს.

დღეს პოეტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისმა ადვოკატმა, ანი ნასრაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ზვიად რატიანს ტვინის შერყევა აქვს და სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, ზვიად რატიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 25 დეკემბერს დანიშნული სხდომა გადადებულიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა 17 იანვარს დანიშნა.

 

ფოტო - რადიო "ათინათი"





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics