13:34 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 10:00:01, 340 ნახვა

საზოგადოება
რეზო ჩხეიძის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით დღეს, გზებზე შეზღუდვები დაწესდება

გამოჩენილი ქართველი რეჟისორის რეზო ჩხეიძის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით დღეს,  გარკვეული შეზღუდვები დაწესდება  და ავტოსაგზაო მოძრაობას საპატრულო პოლიცია დაარეგულირებს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,  სათნადო ღონისძიებები საზოგადოებრივი წესრიგის, ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით გატარდება.

შსს–ს ცნობით, სამების საკათედრო ტაძრის ცენტრალურ შესასვლელ მოედანზე შეიზღუდება ავტომანქანის გაჩერება და დგომა; მესხიშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნამდე, ასევე ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით შეიზღუდება ტრანსპორტის გაჩერება და დგომა ორივე მიმართულებით. სამების საკათედრო ტაძრიდან დიდუბის პანთეონამდე ავტომობილების ნაკადის გადაადგილებას დაარეგულირებს საპატრულო პოლიცია. ქუთაისის ქ-ზე დიდუბის პანთეონის ქვედა მხარეს შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობაც. დღის განმავლობაში გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს მარცხენა სანაპიროზეც.

ცნობილი კინორეჟისორი, სახალხო არტისტი რეზო ჩხეიძე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics