|
2017-10-23 13:13:44, 1210 ნახვა
რეგიონი
წინანდალში საკოლექციო ვენახის რთველი გაიმართა
კახეთში, სოფელ წინანდალში, ღვინის კომპანია „შუმის" საკოლექციო ვენახში, სადაც 400-ზე მეტი ვაზის ჯიშია წარმოდგენილი, რთველი გაიმართა. მასში მონაწილეობა ადგილობრივმა ახლაგზარდებმა და უცხოელმა ტურისტებმა მიიღეს. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი აცხადებს, მსგავსი აქტიობები ხელს შეუწყობს ღვინის ტურიზმის განვითარებას, ხოლო ქართული ღვინის მრავალფეროვნება მის პოპულარიზაციას მთელს მსოფლიოში. „საკოლექციო ნაკვეთები, სადაც ხაზს ვუსვამთ ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის, რადგან ტურისტებს ეძლევათ შესაძლებლობა ადგილზე გაეცნონ ქართული ვაზის ჯიშებს, ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდებს და ქართული მეღვინეობის კულტურასა და ისტორიას. ეს რთველი, რომელსაც უამრავი უცხოელი დაესწრო, არის მნიშვნელოვანი გზავნილი ქართული მეღვინეობის შესახებ, რომ ჩვენ მართლაც გვაქვს მევენახეობა-მეღვინეობის უძველესი და გამორჩეული ტრადიცია" - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა. კომპანია 'შუმის" დირქტორის, აკაკი ცოფურაშვილის ინფორმაციით, საკოლექციო ვენახის გაშენება 2004 წლიდან დაიწყო და მასში წარმოდგენილია ვაზის 400-ზე მეტი სხვადასხვა ჯიში საქართველოს ყველა კუთხიდან. „წარმოდგენილი ვაზის ჯიშები იძლევა საშუალებას ჩვენს სტუმრებს მივაწოდოთ ინფორმაცია ქართული მევენახეობის განვითარების მრავალათასწლოვანი ისტორიის შესახებ. ვაზის ჯიშების მოძიება დავიწყეთ კახეთში, შემდეგ ქართლში და დასავლეთ საქართველოში - აჭარაში, რაჭაში, გურიაში. ახლახან აქ მესხური ტერასაც მოეწყო, სადაც გაშენდა მესხური ვაზის ჯიშები. ეს პროცესი დასრულებული არ არის და იმედი გავქვს, რომ საკოლექციო ნაკვეთი კიდევ შეივსება" - აღნიშნა აკაკი ცოფურაშვილმა. ყურძნის კრეფის დასრულების შემდეგ, უცხოელი სტუმრებისთვის გაიმართა საინფორმაციო ტური ქართული ღვინის კულტურის, სამზარეულოსა და ვაზის ჯიშების მრავალფეროვნების შესახებ, რაც მოიცავდა თონეში პურის ცხობას, ჩურჩხელების ამოვლებას, ქვევრის გახსნას და კომპანიის მუზეუმის დათვალიერებას. (NS)
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)