12:34 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-29 10:01:50, 428 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ აზერბაიჯანულ მხარეს მიხეილ სააკაშვილის დაკავების თხოვნით მიმართა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ აზერბაიჯანულ მხარეს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების და საქართველოში ექსტრადირების თხოვნით მიმართა.

ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ პროკურატურამ აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების და საქართველოში ექსტრადირების შესახებ მოთხოვნა გაუგზავნა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაქოში იმყოფება. იგი აზერბაიჯანის დედაქალაქში ექს-პრეზიდენტებისა და მთავრობის მეთაურთა სამიტზე დასასწრებად ჩავიდა.

აზერბაიჯანის პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებისა და ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics