11:48 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-14 17:28:05, 845 ნახვა

სამხედრო
სიტუაციური საველე სწავლება „ნორიო 2017“ მიმდინარეობს

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ საწვრთნელ ცენტრ ნორიოს სწავლების რაიონში სადაზვერვო ქვედანაყოფების სიტუაციური საველე სწავლება „ნორიო 2017“ მიმდინარეობს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემაჯამებელი სწავლება შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბის ორგანიზებით ტარდება. 
დღეს სწავლების მესამე ფაზა პრაქტიკულ ნაწილს დაეთმო. სამხედროებმა ჩასაფრებისა და სადაზვერვო ოპერაციები განახორციელეს. 
აქტიურ ფაზამდე მათ სწავლების დაგეგმვისა და მომზადების ეტაპები გაიარეს, ხოლო მეოთხე ფაზა პროცესის შემდგომ განხილვას გულისხმობს. 
სწავლება მიზნად სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობას დაქვემდებარებული სადაზვერვო ქვედანაყოფების ამოცანაზე ორიენტირებული დავალებების შესრულების უნარების სრულყოფასა და საბრძოლო მომზადების დონის შეფასებას ისახავს.
სწავლებაში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბის პირადი შემადგენლობა, შეიარაღებული ძალების I ქვეითი და IV მექანიზებული, ასევე საარტილერიო ბრიგადების სადაზვერვო ქვედანაყოფები, ასევე ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) დამკირვებელ-შემფასებლები მონაწილეობდნენ.

სამდღიანი სიტუაციური საველე სწავლება ხვალ დასრულდება.
(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics