2015-04-22 17:05:36, 597 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი საბერძნეთში საქართველოს ელჩს იოსებ ნანობაშვილს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი მიღო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა ახალ ელჩს წარმატებები უსურვა მის შემდგომ საქმიანობაში.
ცნობისთვის, იოსებ ნანობაშვილი ამ თანამდებობაზე მუშაობას პირველი მაისიდან შეუდგება.
იოსებ ნანობაშვილი 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე არის საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ავსტრიაში, რუმინეთში, ბენელუქსის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან