09:05 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 18:21:54, 752 ნახვა

სამხედრო
JTEC-ში დამკვირვებელ-შემფასებლების კურსი დასრულდა

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ლიტველი სამხედრო ინსტრუქტორების მიერ JTEC-ის დამკვირვებელ-მაკონტროლებლებისთვის ერთკვირიანი კურსი დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსდამთავრებულ სამხედროებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.

უწყების ცნობით, ერთკვირიანი კურსი თეორიულ და პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავდა. სწავლების პრაქტიკული ნაწილი ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე განხორციელდა, სადაც JTEC-ის დამკვირვებელ-მაკონტროლებლებს კურსის თეორიულ ნაწილში შესწავლილი უნარ-ჩვევების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობა მიეცათ. 

JTEC-ში ლიტველი სამხედრო ინსტრუქტორების მიერ ჩატარებული დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ინსტრუქტორის სასწავლო კურსი ქართველი ოფიცრებისა და სერჟანტებისთვის გამოცდილების გაზიარებას, დამკვირვებელ-მაკონტროლებლის ფუნქცია-მოვალეობებისა და მოქმედების შემდგომი განხილვების მეთოდების შესწავლას და ასევე, დაგეგმვის პროცესში რისკების გათვლის დახვეწას ისახავდა  მიზნად.

დღეიდან, კურსდამთავრებული სამხედრო მოსამსახურეები თავად შეძლებენ მოამზადონ დამკვირვებელ-მაკონტროლებლები. ტრენინგის დროს მიღებული გამოცდილება ქართველ სამხედროებს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გამართულ სხვადასხვა სწავლებებში გამოადგებათ.

კურსი  ლიტვურ მხარესთან შეთანხმების ფარგლებში წელიწადში ორჯერ ტარდება. აღნიშნული სწავლება  მიმდინარე წლისთვის რიგით  მეორე კურსს წარმოადგენს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics