18:34 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-26 10:46:58, 764 ნახვა

რეგიონი
ბათუმში პირველი ავია შოუ- „FlyFest Batumi" გაიმართა

პირველად ბათუმში, 25 ივნისს, ზღვის პირას, ბულვარის კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზე, სანახაობრივი ავია შოუ გაიმართა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლატვიური კომპანიის "Baltic Bees Jet Team Professional Civilian Jet Team" ავიაპილოტაჟით შესრულებული მრავალფეროვანი შოუ ბათუმში „FlyFest Georgia"-ს ფარგლებში შედგა.

მათივე ინფორმაციით,  30 წუთიან სანახაობაში ხუთი საჰაერო ხომალდი მონაწილეობდა.

შოუს ბულვარში ადგილობრივ მოსახლეობასთან და ტურისტებთან ერთად ბათუმში მეზღვაურთა დღესთან დაკავშირებით მყოფი უცხოელი სტუმრებიც შეუერთდნენ.

 ავია შოუს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად დაესწრო.

ბათუმამდე ერთი დღით ადრე "ბალტიელმა ფუტკრებმა" თბილისში, ნატახტარის აეროპორტში მოაწყვეს თავიანთი ოსტატობის დემონსტრირება.

ბათუმში ღონისძიება აჭარის მთავრობის, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

(NS) 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
Starbucks-ი ოფიციალურად შემოდის საქართველოს ბაზარზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: პატიმრების კვება საქართველოში სერიოზულ კითხვებს ბადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics