2015-04-18 16:45:11, 375 ნახვა
პოლიტიკა
ლუკაშენკო მოსკოვში 9 მაისს დაგეგმილ აღლუმს არ დაესწრება
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდ ლუკაშენკო მოსკოვში 9 მაისს დაგეგმილ აღლუმს არ დაესწრება.
ამის შესახებ BBC იუწყება.
ლუკაშენკოს თქმით, ის მინსკში სამხედრო აღლუმს ჩაიბარებს, შესაბამისად, მოსკოვში ვერ დარჩება.
„აღლუმს მხოლოდ უმაღლესი მთავარსარდალი იბარებს, ამიტომ მოსკოვში 9 მაისს ვერ ვიქნები. თუმცა, ვფიქრობ, 7 ან 8 მაისს უცნობი ჯარისკაცის საფლავს ყვავილებით შევამკობ“, – განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარი აშშ–ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის, პოლონეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, უკრაინისა და ევროკავშირის პრეზიდენტებმა და იაპონიისა და ავსტრიის პრემიერებმა განაცხადეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან