14:40 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-14 13:30:24, 589 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე „ASTANA EXPO-2017“-ის ფარგლებში საქართველოს ეროვნული დღის აღნიშვნას დაესწრო

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ასტანაში გამოფენის "ASTANA EXPO-2017" ფარგლებში საქართველოს პავილიონი დაათვალიერა.

აჭარის ა/რ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, "ექსპო 2017"-ზე წარმოდგენილი იყო სიახლეები სხვადასხვა ქვეყანაში შემუშავებული განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის შესახებ. საქართველომ კი, დამთვალიერებელს ქვეყნის ენერგოპოტენციალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

საქართველოს პავილიონის შესასვლელთან მოწყობილ სტენდზე განთავსებული იყო ინფორმაცია უნიკალური ქართული ანბანის შესახებ. 5დ სათვალის მეშვეობით ნებისმიერ მსურველს შეეძლო ვირტუალურად ემოგზაურა თანამედროვე საქართველოში, გაცნობოდა გასული საუკუნეების შენობების არქიტექტურას, ღვინის წარმოების უძველეს ტექნოლოგიას და ქართველი ოსტატების ეთნოგრაფიულ ნამუშევრებს, დაეწერა თავისი სახელი ქართულად. ერთ-ერთ სტენდზე გამოსახული იყო საქართველოს რუკა, სადაც აღწერილი იყო საქართველოს ქალაქების ღირსშესანიშნაობები.

გამოფენის ფარგლებში ცნობილი ქართველი შემსრულებლების  და სახელმწიფო ანსამბლის მონაწილეობით გაიმართა კონცერტი, რომელიც ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიება 13 ივნისის თბილისში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო. საიუბილეო კონცერტს საქართველოსა და ყაზახეთის პრეზიდენტები, მთავრობის წევრები, EXPO-ს სტუმრები და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრნენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics