13:05 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 15:51:17, 790 ნახვა

რეგიონი
ბათუმში, ჰოსპიტალ „მედცენტრში“ უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება

10 ივნისს, 11:00 საათიდან ამიერკავკასიის ექიმთა ლიგისა და ჰოსპიტალ "მედცენტრის" ორგანიზებით ადგილობრივი მოსახლეობის უფასი გასინჯვების ჩატარდება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქცია ჩატარდება შემდეგი დაავადებების მიხედვით:

პულმონოლოგია ფილტვის სხვადასხვა დაავადებები, ხველა (მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი ბ.ნ - კახა ვაჭარაძე);

გასტროენტეროლოგია -კუჭის წყლული, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და სხვა გასტროენტეროლოგიური დაავადებები (მედიცინის აკადემიური დოქტორი პროფესორი ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის გასტროენტეროლოგიური და ინფექციური დაავადებების ასოციაციის პრეზიდენტი ბ.ნ - ირაკლი ხმალაძე);

ალერგოლოგია – ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი, ალერგიული კონიუქტივიტი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ატოპიური დერმატიტი და სხვა ალერგოზები (მედიცინის აკადემიური დოქტორი,პროფესორი,ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის დამფუძნებელი ქ.ნ - ბარბარე ბეზარაშვილი);

დერმატოლოგია – კანის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ვირუსული მეჭეჭებისა და პაპილომების მოჭრა ელექტროკოაგულაციური მეთოდით (კანისა და ვენსნეულებათა ინსტიტუტის დერმატოლოგ–ვენეროლოგი მედიცინის დოქტორი ქ.ნ - ხათუნა ღურჭუმალიძე);

ორთოპედ - ტრავმატოლოგია (მედიცინის აკადემიური დოქტორი,პროფესორი ბ.ნ ჯემალ ჭუმბურიძე);

რევმატოლოგია - ( მედიცინის აკადემიური დოქტორი,პროფესორი მანანა ჩახნაშვილი);

კომპიუტერული სპირომეტრია.

9-10 ივნისს ლიგის ხელმძღვანელობის ინიციატივითა და ჰოსპიტალ "მედცენტრის" მხარდაჭერით ჩატარდება ადგილობრივი ექიმებისთვის ტრენინგი.

თემებზე: ხველის თანამედროვე მენეჯმენტი და მათი მართვის პრინციპები; კუჭ ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა მართვის თანამედროვე მენეჯმენტი.

უფასო სამედიცინო აქცია და ტრეინინგი ჩატარდება ჰოსპიტალ "მედცენტრში".

მისამართი: პუშკინის ქ. N118

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics