2015-04-17 15:06:14, 355 ნახვა
პოლიტიკა
კახი კალაძე: ადეიშვილის ინტერპოლით ძებნის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ პროკურატურას მტკიცებულებები არ გააჩნია
"ადეიშვილის ინტერპოლით ძებნის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ პროკურატურასშესაბამისი მტკიცებულებები არ გააჩნია,-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ადეიშვილის მიმართ ინტერპილის ძებნიდან ამოღება არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანების მიმართ კითხვები არ არსებობს, ან შესაბამისი მტკიცებულებები არ გააჩნია პროკურატურას",-განაცხადა კახი კალაძემ.
ცნობისთვის, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის, ინტერპოლით ძებნა შეწყდა. პროკურატურა მას ლტოლვილის სტატუსს უკავშირებს. ადეიშვილმა ლტოლვილის სტატუსი 2013 წლის თებერვალში მიიღო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან