2017-03-09 12:36:42, 2071 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
მეუფე პეტრე: მომხრე ვარ, საეკლესიო სამართალი ამუშავდეს და დადგეს ყველა დასასჯელის საკითხი
„მომხრე ვარ, რომ საეკლესიო სამართალი ამუშავდეს და დადგეს ყველა დასასჯელის საკითხი“, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი სხდომისგან კარგი მოლოდინები აქვს.
„ერთადერთი შემიძლია ვივარაუდო, რომ საერო სამართლისაგან განსხვავებით, საეკლესიო სამართალი არ იქნება მიკერძოებული. ჩვენ ვიმსჯელებთ, გავაგრძელებთ ჩემს მიერ დაწყებული საუბრის თემას იმედია. მე მომხრე ვარ რომ საეკლესიო სამართალი ამუშავდეს და დადგეს ყველა დასასჯელის საკითხი“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან