2017-03-09 12:09:17, 2108 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო: ყველა პროცესი, რომელიც „რ2“-სკენ არის მიმართული, გამჭვირვალედ და სამართლიანად მოგვარდება
საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში მიმდინარე პროცესებით პოლიტიკური სპეკულირება არ არის გამართლებული.
როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა პროცესი, რომელიც „რუსთავი 2“-სკენ არის მიმართული, გამჭვირვალედ და კანონის ფარგლებში მოგვარდება.
"ზოგადად, მედიასაშუალებებთან მიმართებაში, საზოგადოების მაღალი ინტერესის მქონე თემებზე, საკითხის პოლიტიზება მომგებიანი არავისთვის არ უნდა იყოს, ან რაიმე დოზით ანგაჟირება, რაც ამ დღეების განმავლობაში ხდება. ყველა პროცესი, რომელიც "რუსთავი 2"-სკენ არის მიმართული, მალე გამჭვირვალედ, სამართლიანად და კანონის ფარგლებში მოგვარდება", - აღნიშნა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება უვადოდ გააგრძელა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან