2017-03-09 10:57:29, 2033 ნახვა
კომენტარი
კელი „რ2“-ზე: გვინდა არსებობდეს კონტროლისა და ბალანსის ძირეული ელემენტები
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, აშშ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.
როგორც კელიმ აღნიშნა, საქართველო რეგიონში დემოკრატიული განვითარების მაგალითია.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ საქმის სამართლებრივ განვითარებას, არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ გვინდა საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, რადგან თქვენი ქვეყანა არის დემოკრატიული განვითარების მაგალითი რეგიონში. ჩვენ გვინდა რომ არსებობდეს კონტროლისა და ბალანსის ძირეული ელემენტები, რაც ყველა დემოკრატიას სჭირდება. ამისი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი კი მედია პლურალიზმია, იმის საშუალება, რომ ყველას ხმა იყოს გაჟღერებული“, - განაცხადა იან კელიმ.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება უვადოდ გააგრძელა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან