15:02 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 13:10:25, 1991 ნახვა

კომენტარი
თამარ ჩუგოშვილი: მარტის ბოლოს ჩვენი მოქალაქეები ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ შეძლებენ მიმოსვლას

„სულ მალე, მარტის თვის ბოლოს ჩვენი მოქალაქეები ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ შეძლებენ მიმოსვლას“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე  განაცხადა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ევროპარლამენტში საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელმოწერა, საქართველოსთვის და ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. 

„დღეს ევროპარლამენტში ხდება  საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის  შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოვლენა და პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასკვნითი ეტაპი უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. სულ მალე, მარტის თვის ბოლოს ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ უვიზოდ მიმოსვლას ევროკავშირის ტერიტორიაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო ამბავია. კიდევ  ერთხელ გვინდა მივულოცოთ საქართველოს მოქალაქეებს ეს მნიშვნელოვანი თარიღი“,-განაცხადა ჩუგოშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics