|
2017-02-27 14:38:53, 1971 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: ხელისუფლება სრულად აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც უვიზო რეჟიმის ამოქმედებას უკავშირდება
„საქართველოს ხელისუფლება სრულად აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას უკავშირდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად რიგ პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს, მათ შორის ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ. „ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, ხელშესახები კონკრეტული სარგებლის მომტანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ჩვენ საზოგადოებებში მჭიდრო ტურისტული, საგანმანათლებლო, კულტურული და ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს და წვლილს შეიტანს საქართველოში ევროპული ფასეულობებისა და იდეების დამკვიდრებასა და განმტკიცებაში. მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისათვის. საქართველოს ხელისუფლება სრულად აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას უკავშირდება. ჩვენ ვახორციელებთ მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად, მათ შორის ფართომასშტაბიან, ინტენსიურ საინფორმაციო კამპანიას უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ. ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდება საკუთარ ვალდებულებებს და ზედმიწევნით დაიცავს უვიზო მიმოსვლის პირობებს. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ფარგლებში გატარებული რეფორმები, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია და შესაბამისად, ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით გრძელდება. ეს უწყვეტი და მდგრადი პროცესია, რომელშიც ჩვენ კვლავ გვაქვს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა“, - განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა საკუთარი გუნდის წევრებს, ასევე ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს, ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს. „მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩემი გუნდის ყველა წევრს გაწეული დიდი ძალისხმევისთვის. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარს, ევროკომისარ ავრამოპულოსს გაწეული ძალისხმევისთვის. ასევე მადლობას ვუხდი ევროკავშირის ელჩს საქართველოში ბატონ იანოშ ჰერმანს უდიდესი მხარდჭერისთვის მთელი ამ ხნის განმავლობაში და რა თქმა უნდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების თითოეულ ელჩს იმ სამუშაოსთვის, რომელიც მათ გასწიეს საქართველოში. გილოცავთ დღევანდელ დღეს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)