2015-01-13 10:57:31, 967 ნახვა
მსოფლიო
ისლამური სახელმწიფოს ჰაკერებმა აშშ-ს შეიარაღებული ძალების Twitter-ი და Youtube-ი გატეხეს
ისლამური სახელმწიფოს ჰაკერებმა ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების Twitter-ი და Youtube-ის ანგარიშები გატეხეს,თუმცა საიდუმლო ინფორმაცია ხელუხლებელია.
ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
ალაჰის სახელით, რომელიც ყველაზე მოწყალეა! კიბერ ხალიფატი აგრძელებს თავის კიბერ ჯიჰადს", "ამერიკელო სამხედროებო, ჩვენ მოვდივართ, ფრთხილად იყავით" – ამ შინაარსის შეტყობინებები ტერორისტებმა თავდაცვის უწყების Twitter -ზე დატოვეს.
აშშ-ს შეიარაღებული ძალების გვერდზე.
თეთრი სახლის ადმინისტრაციამ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება უკვე გააკეთა და აღნიშნა, რომ მომხდარი ფაქტი შესწავლის პროცესშია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან