23:31 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-22 09:09:20, 1022 ნახვა

რეგიონი
ბათუმში, კლუბ „არენაში“ გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბათუმში,ღამის კლუბ „არენაში“  გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ქალბატონი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს.

ორი  დაშავებულის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

ხანძარი ღამის კლუბ არენაში წინასწარი ვერსიით ელექტროსადენების მიზეზით კონდინციონერიდან გაჩნდა. შემთხვევა დაახლოებით ღამის პირველ საათზე მოხდა, რა დროსაც იქ თვითმხილველების თქმით 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია ცეცხლის წაკიდებით ან აფეთქებით ნივთის დაზიანება-განადგურების მუხლით, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics