13:19 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 15:08:33, 852 ნახვა

სამხედრო
უწყებათშორისი სწავლება „კოლხიდა 2017“ დასრულდა

კრიზისის მართვაზე ორიენტირებული უწყებათშორისი სწავლება „კოლხიდა 2017“ დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასკვნითი ღონისძიება უწყების არმიჰოლში გაიმართა. „კოლხიდა 2017“-ის ხელმძღვანელებმა სწავლება შეაჯამეს და რეკომენდაციები შეიმუშავეს. ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ტრენინგი მიზნად ბუნებრივი და ტექნოლოგიური კატასტროფის დროს უწყებათშორის კოორდინირებულ მოქმედებას, რესურსების ეფექტიანად გადანაწილებასა და კრიზისებზე რეაგირებას ისახავდა. სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე დაგეგმილი სწავლების მართვის ცენტრები სამ ლოკაციაზე იყო გაშლილი. სწავლების პროცესში კრიზისზე რეაგირების საკითხები მთავრობის წარმომადგენლებაც განიხილეს.

ქართულ-ამერიკული ტრენინგი სიმულაციური სცენარის მიხედვით წარიმართა. სტიქიური უბედურების ადგილად ქობულეთის ტერიტორია იყო გამოცხადებული. სცენარის მიხედვით, მიწისძვრის შედეგად შენობები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობები დაზიანდა. კრიზისის ლოკალიზების მიზნით უწყებებს კოორდინირებულად უნდა ემოქმედათ.

საქართველოში სამოქალაქო-სამხედრო საგანგებო სიტუაციების (CMEP) უწყებათშორისი ხუთდღიან სწავლებაში - „კოლხიდა 2017“ სოფლის მეურნეობის, საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „წითელი ჯვარის“ წარმომადგენლები მონაწილეობენ.

სწავლებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიამ და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭომ გაუწია ორგანიზება. უშუალო მხარდაჭერა აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულმა გვარდიამ, აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ და საინჟინრო კორპუსმა უზრუნველყო.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics