10:08 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 13:29:09, 1107 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
თეა წულუკიანი: ამ არჩევნებზე გვქონდა ყველაზე ზუსტი და სანდო საარჩევნო სია

„ამ არჩევნებზე გვქონდა ყველაზე ზუსტი და სანდო საარჩევნო სია", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა მე-9 მოწვევის პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ბოლო 4 წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ელექტრონული პირადობის მოწმობა გაიცა უფასოდ, რამაც საარჩევნო სიის დახვეწაში თავისი როლი შეასრულა.

„საარჩევნო რეფორმის კუთხით ჩვენ მივეცით ქვეყანას ფოტოსურათიანი საარჩევნო სია. ჩვენ ამ არჩევნებზე გვქონდა დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე ზუსტი და სანდო საარჩევნო სია. დღეისათვის ამ სიაში, იმ პრაქტიკული რეფორმების წყალობით, რაც სამოქალაქო რეესტრში ჩავატარეთ, 2.600.000 საარჩევნო მონაცემი არის ზუსტი. ბოლო 4 წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ელექტრონული პირადობის მოწმობა გაიცა უფასოდ, რამაც თავისი როლი შეასრულა საარჩევნო სიის დახვეწაში",  − განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აია-სოფიაში ბერძენი ტურისტები დააკავეს მას შემდეგ, რაც გაშალეს დროშა წარწერით „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“
ცოცხლების მარში აუშვიცში
აშშ-მ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა
ტრამპმა განაცხადა, რომ ორბანის არჩევნებში დამარცხება არ აწუხებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics