17:25 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 11:59:32, 338 ნახვა

პოლიტიკა
ჩეხეთის სენატმა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის პროცედურა დაასრულა

ჩეხეთის რესპუბლიკის სენატმა, 18 მარტს გამართულ კენჭისყრაზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით, რატიფიკაციის საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო უწყებიდან აცნობეს, პლენარულ სესიაზე, სენატორებთან ერთად, სიტყვით გამომსვლელთა შორის იყო ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუბომირ ზაორალეკი, რომელმაც რეკომენდაცია მისცა სენატს რატიფიკაციის პროცესისთვის თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით.

მან ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის წარმატებულ პროცესზე და შეეხო ქართული სახელმწიფოს ისტორიისა და კულტურის ასპექტებს, რომელიც თანხვედრაშია ევროპულ ფასეულობებთან.  ასევე, მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებულ მტკიცე მეგობრულ ურთიერთობებს.

 აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის პარლამენტი ორპალატიანია და ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, როგორიცაა საერთაშორისო ხელშეკრულებები ან კონსტიტუციური შესწორებები, ორივე პალატის თანხმობას მოითხოვს. მეორე, წარმომადგენლობით პალატაში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს რატიფიკაციის პროცესი. პირველი ეტაპი დასრულებულია და მეორე მოსმენისთვის დოკუმენტი უკვე გადაეცა განსახილველად საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა კომიტეტებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
BOG ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics