2016-09-19 12:01:38, 1833 ნახვა
მსოფლიო
სტამბოლში "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი 40 უცხოელი დააკავეს
სტამბოლში ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად პოლიციამ “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში ეჭვმიტანილი 40 უცხოელი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სააგენტო Anadolu ავრცელებს.
როგორც მედია საშუალება წერს, დაკავებულები წარმოშობით აზერბაიჯანიდან, ირანიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან არიან
გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილებს შორის ზოგიერთი მანამდე სირიაში ექტრემისტების რიგებში იბრძოდა.
მედიის ცნობით, პოლიციამ ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში სტამბოლის რაიონ ფათიჰში 23 სახლი გაჩხრიკა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო თვეებში "ისლამურ სახელმწიფოში" გაერთიანების მიზნით ათასობით უცხოელი სირიაში საბრძოლველად გაემგზავრა. მათი მარშრუტი ხშირ შემთხვავში თირქეთით გადიოდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან