2016-08-26 19:26:46, 1920 ნახვა
მსოფლიო
პუტინმა და ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას სირიის საკითხი განიხილეს
რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას სირიაში შექმნილი ვითარება განიხილეს. როგორც კრემლის პრესსამსახური იტყობინება, საუბარი თურქული მხარის ინიციატივით შედგა.
ვლადიმერ პუტინმა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი ძალისხმევის შესაძლებლობაზე ისაუბრეს.
ამას გარდა, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
“განხილულ იქნა პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში რუსულ-თურქული თანამშრომლობის სამომავლო განვითარების საკითხები 9 აგვისტოს სანქტ-პეტერბურგში ლიდერების შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების ფონზე”, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან