2016-08-26 13:24:23, 1674 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა
თურქეთის ქალაქ ჯიზრეში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ Reuters ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, რეჯეპ აქდაგის ინფორმაციით, ყველა დაღუპული სამართალდამცველია. მისივე თქმით, დაშავებულთა რაოდენობა 78-მდე გაიზარდა, აქედან 4 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ჯიზრეში, პოლიციის განყოფილებასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.
თურქული მედიის ცნობით, აფეთქების ორგანიზატორი "ქურთისტანის მუშათა პარტიაა", თუმცა დაჯგუფებას პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჯერ არ აუღია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან