01:56 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-06 10:03:04, 687 ნახვა

ეკონომიკა
თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს

15-16 ოქტომბერს, თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს, - ახალი აბრეშუმის გზის კოფერენციის დეტალებზე ეკონომიკური საბჭოს გუშინდელ  სხდომაზე ისაუბრეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ორდღიანი ფორუმის პირველი დღე მინისტერიალს დაეთმობა, რომელზეც მაღალი დონის სტუმრები აბრეშუმის გზის კონცეფციას, სატრანსპორტო, ლოჯისტიკისა და ვაჭრობის საკითხებს განიხილავენ. მეორე დღე კი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და კონკრეტულ პროექტებს მიეძღვნება.

აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისს 200-ზე მეტი სტუმარი ეწვევა, რომელთა შორის მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირები და ბიზნესმენები იქნებიან.

ეკონომიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ასევე იმსჯელეს რეგიონების ეკონომიკური განვითარების გეგმაზე. პრეზენტაციები საბჭოს სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორებმა წარუდგინეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics