11:51 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-19 14:02:09, 1559 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ 278 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

სტამბოლის სასამართლომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობისთვის ბრალდებულ 278 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედიის ინფორმაციით, ბრალდებულთა შორის 13 მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერია. მათ მიმართ გამოძიება „სახელმწიფოს წინაღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა“ და „შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის“ ბრალდებით მიმდინარეობს.

როგორც BBC-ი პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, 900-ზე მეტი დაკავებულის დაკითხვა ჯერ კიდევ გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას 290-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სამართალდამცველებმა გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი 9000-მდე მეამბოხე დააკავეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics