20:42 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 14:11:38, 1341 ნახვა

მსოფლიო
ბაღდადში შიიტურ მავზოლეუმზე თავდასხმას 35-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ბაღდადში შიიტურ მავზოლეუმზე თავდასხმას 35-მდე ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი ki 50-ს აღემატება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, ერთმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მუჰამედ იბნ ალი ალ-ჰადის მავზოლეუმთან თავი აიფეთქა. აფეთქების შემდეგ რამდენიმე შეიარაღებული პირი მავზოლეუმში შეიჭრა და იქ მყოფ ხალხს ცეცხლის გაუხსნა.

მედია საშუალების იფნორმაციით, მოგვაინებით, კიდევ ერთმა თავდამსხმელმა მომლოცველთა შორის აიფეთქა თავი, მესამემ კი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება ვერ მოასწრო და ის სამარტალდამცველმა მოკლა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

შეგახსენებთ, რომ 3 ივლისს ერაყის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებებს 292 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 200-მდე მძიმედ დაშავდა. ტერაქტის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა მუჰამედ გაბანმა თანამდებობა დატოვა.

ცნობისთვის, ტერაქტთან დაკავშირებით სამდღიანი გლოვა იყო გამოცხადებული. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics