21:36 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-04 09:28:19, 379 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: ჩვენ გავაგრძელებთ ევროპის კარზე კაკუნს

„ჩვენ გავაგრძელებთ ევროპის კარზე კაკუნს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დავით უსუფაშვილმა საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესზე ისაუბრა.

„საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის არ არსებობს კითხვა, სად უნდა იყოს საქართველო. თაობების მანძილზე ეს პასუხი ძალიან ნათელია. ჩვენ ევროპულ ცივილიზაციას ვეკუთვნით და გვინდა რომ ვიყოთ მისი ნაწილი. სწორედ ამიტომ ვაკაკუნეთ ევროკავშირის კარზე, მიუხედავად იმისა, რომ იქითა მხრიდან გვესმის, რომ ჩვენთვის ადგილი არ არის და ერთ ოთახში უკვე 28 სუბიექტია, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ევროპის კარზე კაკუნს. ჩვენ უზარმაზარი პროგრესი განვიცადეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით გასულ ზაფხულს, რაც ჩვენს პოლიტიკას ევროპული სტანდარტების მიმართულებით წარმართავს. ჩვენ ასევე, ვაკაკუნებთ ნატოს კარზე, რადგან ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოება, რომელიც იქნება მდგრადი და საკმარისად ეფექტური იმისთვის, რომ დაგვიცვას, რადგან ბოლო 200 წლის განმავლობაში ვცხოვრობთ იმ სიტუაციაში, როცა რუსეთს ხან ოფიციალურად, ხან არაოფიციალურად, სხვადასხვა მიზნებით, უბრალოდ სჯერა, რომ საქართველო მისი ტერიტორიაა“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics