03:25 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-25 16:54:47, 1224 ნახვა

მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმის ხელახლა ჩატარების თაობაზე პეტიციას უკვე 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი

დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმის ხელახლა ჩატარების თაობაზე პეტიციას უკვე 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა ხელი მოაწერა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული რიცხვი სწრაფად იზრდება.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ პეტიციაში ბრიტანელები საკანონმდებლო ორგანოს, ევროკავშირში წევრობის საკითხზე რეფერენდუმის შესახებ ახალი რეგულაციის დაწყებას სთხოვენ.

აღნიშნული ინიციატივის თანახმად, ხელახალი რეფერენდუმი იმ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს, თუ რეფერენდუმში მონაწილე ამომრჩეველთა აქტივობა 75%-ზე ნაკლები იყო, ხოლო ხმათა უმრავლესობა 60%-ზე ნაკლებია.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ვალდებულია განიხილოს ნებისმიერი პეტიცია, რომელმაც 100 000-ზე მეტი ხელმოწერა დააგროვა. გარდა ამისა, ბრიტანეთის ხელისუფლებამ უნდა განიხილოს პეტიცია, თუ მან 10 000-ზე მეტი ხელმოწერა დააგროვა.

შოტლანდიის მოქალაქეების უმრავლესობა "ბრექსითის" წინააღმდეგ გამოდის. ქვეყანაში შესაძლოა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების რეფერენდუმი ჩატარდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics