13:19 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-20 12:31:21, 714 ნახვა

სამხედრო
ქართულმა მხარემ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგამოძიებო ჯგუფის მიერ დაგეგმილი საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა.

თავდაცვის სამინისტრეოს ინფორმაციით, ქართულმა მხარემ სავარაუდო დაზარალებულებთან გამოკითხვა ადგილობრივი გამომძიებლების, ადვოკატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თანდასწრებით ჩაატარა.

გაეროს მისიისა და ბანგის არასამთავრობო სექტორის მიერ წინასწარ შერჩეულ ადგილზე საგამოძიებო ჯგუფის მიერ სავარაუდო დაზარალებულთა გამოკითხვის პროცესი სამი დღე გაგრძელდა. შემდეგ კი, მხარეებმა ფოტოსურათებით ამოცნობისა და სავარაუდო დაზარალებულების ჩვენების ადგილზე შემოწმების პროცედურები ჩაატარეს. ქართულმა მხარემ საგამოძიებო პროცესი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორთან შეთანხმების შესაბამისად განახორციელა.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უცხოელი სამხედროების მიერ არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოში გაგრძელდება და გადაწყვეტილება კანონის შესაბამისად მიიღება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics