14:23 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-27 11:59:20, 344 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაბადების დღეს ულოცავს.

„თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ გულითადად მოგილოცოთ დაბადების დღე, გისურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატება.

საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთთან, როგორც საქართველოს მეგობარ ქვეყანასთან ურთიერთობის განმტკიცებას. მოხარული ვარ, რომ თქვენი ხელმძაღვანელობით თურქეთის რესპუბლიკა წარმატებით ვითარდება, როგორც მაღალი პოლიტიკური და ეკონომიკური კულტურის მქონე სახელმწიფო. მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა გაღრმავდება და კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.

ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა, გისურვოთ თქვენ და თურქ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics