08:21 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 18:30:50, 673 ნახვა

სამხედრო
ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულის საბაზისო კურსის დასკვნითი ფაზა მიმდინარეობს

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულის საბაზისო კურსის დასკვნითი ფაზა მიმდინარეობს. საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ზაფხულის საბაზისო კურსზე აშშ-ის რეზერვის ოფიცრის მომზადების კორპუსის 33 კადეტია მოწვეული.

ზაფხულის საბაზისო კურსი 3-კვირიან მომზადებას მოიცავს და 10 ივნისს დასრულდება. კურსის განმავლობაში ამერიკელი კადეტები სამთო-ტექნიკურ უნარ-ჩვევებს დახვეწენ. მსმენელები მთასა და მაღალ მთაში გადაადგილების პრინციპებს, სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებს, ასევე, დაბრკოლების ზოლის გადალახვას, კლდიდან დაშვებას,  ექსტრემალურ პირობებში პირველადი დახმარების აღმოჩენასა და ევაკუაციის ორგანიზებას სწავლობენ.

სწავლების ბოლოს აშშ-ის რეზერვის ოფიცრის მომზადების კორპუსის კადეტები კომპლექსურ და ფიზიკურ ტესტს ჩააბარებენ. ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კურსდამთავრებულებს   სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცემათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics