21:57 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-13 22:29:17, 1281 ნახვა

მსოფლიო
ტერორისტებმა ერაყის კაფე-ბარში 16 ადამიანი ჩაცხრილეს და ხალხმრავალ ბაზართან ბომბი ააფეთქეს

ტერორისტებმა ერაყის კაფე-ბარში 16 ადამიანი ჩაცხრილეს და ხალხმრავალ ბაზართან ბომბი ააფეთქეს, ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

პირველად ერაყის ქალაქ ბალადში დაუდგენელმა პირებმა ერთ-ერთი კაფე-ბარის მისამართით ავტომობილიდან ცეცხლი მაშინ გახსნეს, როდესაც იქ ხალხმრავლობა იყო. ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სროლას და აფეთქებას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა. 

მოგვიანებით, ინციდენტს ბაზართან აფეთქება მოჰყვა. ორივე შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

ცნობისთვის, ქალაქი ბალადი შიიტი მუსლიმებითაა დასახლებული, რომელთა წინააღმდეგ თავდასხმები სისტემატურად ხორციელდება.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics