16:33 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 12:27:28, 1062 ნახვა

მსოფლიო
Die Welt: “ალ-ქაიდა” სირიაში საკუთარი ხალიფათის შექმნას გეგმავს

ტერორისტული ორგანიზაცია “ალ-ქაიდა” სირიაში საკუთარი ხალიფათის შექმნას გეგმავს, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა Die Welt იუწყება.

“ალ-ქაიდას” ლიდერმა აიმან ალ-ზავაჰირიმ რადიკალური ისლამის მიმდევრებს გაერთიანებისკენ მოუწოდა და სირიას მსოფლიოს ყველა მუსლიმისთვის დიდი იმედი უწოდა.

როგორც Die Welt წერს, ალ-ზავაჰირი მზად არის ხალიფატის შექმნას საკუთარი უფლებამოსილება შეწიროს.

“თუ შეიქმნება მუსლიმური მთავრობა და იქნება არჩეული იმამი, მაშინ თქვენი არჩევანი იქნება თქვენი არჩევანი”, - განაცხადა დაჯგუფების ლიდერმა.

მედიის ინფორმაციით, ალ-ზავაჰირიმ “ალ-ქაიდასთან” დაკავშირებულ დაჯგუფებას “ალ-ნუსრას ფრონტს” მოქმედების თავისუფლება მიანიჭა.

Die Welt ვარაუდობს, რომ “ალ-ქაიდას” ლიდერის განცხადების შემდეგ, ტერორისტებმა შესაძლოა, მოქმედებები გააქტიურონ და ახალი თავდასხმები განახორციელონ.

ცნობისთვის, “ალ-ნუსრას ფრონტი” სირიის იდლიბის პროვინციის დიდ ნაწილს აკონტროლებს. გერმანული გამოცემა არ გამორიცხავს, “ალ-ნუსრას ფრონტმა” სირიაში მოქმედ სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებთან გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics