2016-04-13 10:16:16, 931 ნახვა
Lifestyle
ნინო სურგულაძე საზოგადოებას მადლობას უხდის
ქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე საზოგადოებას მადლობას უხდის.
"ჩემო საყვარელო მეგობრებო! გულწრფელად მინდა მადლობა გადაგიხადოთ, სითბოსთვის, სიყვარულისთვის, მხარდაჭერისთვის, ამ წუთამდე უამრავ მოსალოც შეტყობინებებს ვიღებ... მაძლიერებს და მავსებს თქვენი სითბო და სიყვარული, რაც ჩემთვის სტიმულია მეტად მედგრად გავაგრძელო ჩემი შემოქმედებითი გზა... მიყვარხართ, თქვენი ნინო სურგულაძე", - აღნიშნულია მეცო-სოპრანოს მადლობის წერილში.
ქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე იტალიური საოპერო გამომცემლობის მიერ დაარსებული ოპერის ოსკარის მფლობელი გახდა. ნინო სურგულაძემ კონკურსში სახელწოდებით „GB ოსკარ ოპერისა და ბალეტის სრულყოფილება“ ნომინაციაში - საუკეთესო მეცო სოპრანო გაიმარჯვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან