16:54 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-13 15:52:41, 6127 ნახვა

სამართალი
ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

“საქართველოს მოქალაქე, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი, აფხაზეთში დააკავეს”-  ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

დე ფაქტო უწყების ცნობით, დაკავებულია ემზარ ბაღიშვილი, რომელიც აფხაზეთში ბინადრობის ნებართვას ფლობდა და, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აგროვებდა და გადასცემდა მონაცემებს საქართველოს სპეციალურ სამსახურებს.

“გავრცელებული ცნობით, ის საქართველოს სპეცსამსახურებს გადასცემდა ინფორმაციას რესპუბლიკაში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაზე, ასევე სამხედრო ტექნიკისა და ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტებზე”, – წერს აფხაზური მედია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics