01:39 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-30 17:40:38, 642 ნახვა

სამხედრო
სერჟანტთა მომზადების ცენტრს ესტონეთის თავდაცვის კოლეჯის კომენდანტი, პოლკოვნიკი მარტინ ჰერემი ესტუმრა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ესტონეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯის კომენდანტი, პოლკოვნიკი მარტინ ჰერემი ესტუმრა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უცხოელ სტუმარს სერჟანტთა მომზადების ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რომან ქავთარაძემ უმასპინძლა. მან ესტონელ სტუმარს ცენტრის საქმიანობა, არსებული კურსები და საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო, მოგვიანებით კი ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.

პოლკოვნიკი მარტინ ჰერემი უშუალოდ დაესწრო სერჟანტთა მომზადების ცენტრში მიმდინარე სასწავლო პროცესს. მხარეებმა საქართველოსა და ესტონეთს შორის სამხედრო განათლების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, პოლკოვნიკი მარტინ ჰერემი კიბერუსაფრთხოების ბიუროშიც იმყოფებოდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics