08:33 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-30 17:33:28, 382 ნახვა

პოლიტიკა
ფრიდრიხ მერცის განცხადების გამო, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის ელჩი დაიბარეს

ირანში აცხადებენ, რომ გერმანიის ელჩი კანცლერ ფრიდრიც მერცის „უაზრო“ განცხადებების გამო დაიბარეს.

ირანის სახელმწიფო სააგენტოს „ირნას“ ცნობით, გერმანიის ელჩი აქსელ დიტმანი ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული.

საგარეო საქმეთა სამინისტროს დასავლეთ ევროპის გენერალური დირექტორი ალირეზა იუსეფი აკრიტიკებს ფრიდრიხ მერცის განცხადებებს და „ირანის შიდა საქმეებში უპასუხისმგებლო ჩარევას“ უწოდებს.

ალირეზა იუსეფმა განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერს არ აქვს მორალური უფლება, ირანელებს ადამიანის უფლებებზე ლექციები წაუკითხოს.

ცნობისთვის, იანვრის შუა რიცხვებში ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების ფონზე გერმანიის კანცლერმა, ფდრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ეს ირანის რეჟიმის ბოლო დღეები იყო.

„ვვარაუდობ, ახლა ირანის რეჟიმის ბოლო დღეებსა და კვირებს ვხედავთ“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics