19:53 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-16 12:09:40, 6488 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობაზე ისაუბრეს

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახაროვის პრემიის 2025 წლის ლაურეატებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობაზე ისაუბრეს.

მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის გამარჯვებულია - წელს ეს ჯილდო მასთან ერთად ბელარუს პატიმარსა და ჟურნალისტს, ანდჟეი პოჩობუტისაც გადაეცემა.

ევროპარლამენტარ ნილს უშაკოვსის თქმით, მზია ამაღლობელი საქართველოში მიმდინარე რეპრესიების ერთ-ერთი სიმბოლოა.

"მზია ამაღლობელის საქმე სამართლიანად იქცა საქართველოში მიმდინარე რეპრესიების ერთ-ერთ სიმბოლოდ. ის არის თავდადებული და პატივსაცემი მედიაპროფესიონალი, დამოუკიდებელი ხმა, რომელიც ამხელს კორუფციას და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. მზია არის პირველი ქალი ჟურნალისტი, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით დააპატიმრეს საქართველოს 34-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში. სამწუხაროდ, ასე გარდაქმნა ქართულმა ოცნებამ ქვეყანა, რომელიც ერთ დროს აღმოსავლეთ ევროპაში სხვებისთვის სამაგალითო იყო", - თქვა მან სესიაზე.

სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტარი რობერტ ბიედრონიც, რომელმაც თქვა, რომ მზია ამაღლობელი წარმოადგენს მძლავრ სიმბოლოს იმ რისკისა, რომლის წინაშეც დგანან თავისუფლების დამცველი ჟურნალიტები.

"გაზეთ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელობით, მზია ამაღლობელმა დოკუმენტურად აღწერა დემოკრატიული უკუსვლა, სამოქალაქო სივრცის შევიწროება და რეპრესიები, რომელთა წინაშეც საქართველოში პროევროპელი მომიტინგეები დადგნენ. მისი დაპატიმრებით და 2-წლიანი პატიმრობით ის გახდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველი ქალი პოლიტპატიმარი, რითაც წარმოადგენს მძლავრ სიმბოლოს იმ რისკისა, რომლის წინაშეც დგანან თავისუფლების დამცველი ჟურნალიტები", - თქვა მან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics