23:32 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-01 01:53:00, 3384 ნახვა

მსოფლიო
რუბიომ და უმეროვმა ფლორიდაში შეხვედრის შემდეგ განცხადებები გააკეთეს

ფლორიდაში გამართულ მოლაპარაკებებზე ამერიკისა და უკრაინის დელეგაციების ხელმძღვანელებმა ჟურნალისტებთან განცხადებები გააკეთეს ომის დასრულების გეგმის განხილვის შემდეგ, რომელიც შეერთებული შტატების მიერ იყო წარმოდგენილი და ჟენევის შეხვედრების შემდეგ შესწორებული. მათ არცერთ კითხვას არ უპასუხეს.

„ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი ძალიან პროდუქტიული სესია, რომელიც ჟენევაში მიღწეულ შედეგებსა და ამ კვირის მოვლენებზე დაყრდნობით განვაგრძეთ“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ. „მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ არის“.

„არსებობს მრავალი კომპონენტი და, რა თქმა უნდა, არის კიდევ ერთი მხარე, რომელიც განტოლების ნაწილი უნდა იყოს. ყველაფერი გაგრძელდება ამ კვირის ბოლოს, როდესაც ბატონი ვიტკოფი მოსკოვში გაემგზავრება, თუმცა ჩვენ ასევე გვქონდა კონტაქტი რუსულ მხარესთან და საკმაოდ კარგად გვესმის მათი შეხედულებები“, - თქვა რუბიომ.

მომავალ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ ვიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი მოსკოვში გამგზავრებას გეგმავენ სამშვიდობო გეგმის განსახილველად.

თავის მხრივ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა, რომელიც უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობს, ფლორიდაში გამართულ მოლაპარაკებებს „პროდუქტიული და წარმატებული“ უწოდა.

„ჩვენი მიზანია აყვავებული, ძლიერი უკრაინა. ჩვენ განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც უკრაინისთვის მნიშვნელოვანია. აშშ-მ დიდი მხარდაჭერა გამოგვიცხადა“, - თქვა მან.

AFP-ის ცნობით, ფლორიდაში გამართული მოლაპარაკებები „რთული“ იყო, ხოლო CNN-ის წყარომ ისინი „რთულ, მაგრამ ძალიან კონსტრუქციულ“ უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics