21:43 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-04 17:06:17, 699 ნახვა

პოლიტიკა
მარტა კოსი - ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს შემთხვევაში კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა

საქართველოს განგრძობითი უკუსვლის ფონზე, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს შემთხვევაში კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროპარლამენტში 2025 წლის გაფართოების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„გასული წლის ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება და საქართველოს განგრძობითი უკუსვლის ფონზე, კომისია მიიჩნევს რომ საქართველოს შემთხვევაში კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა“, - განაცხადა მარტა კოსმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე, 2025 წლის გაფართოების შესახებ ანგარიშს უსმენენ, რომელსაც ევროკომისარი მარტა კოსი წარადგენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics